ეზონური სკოლა „უჯრედული სეკრეცია ნორმასა და პათოლოგიაში: ნევროლოგიური დაავადებებიდან დიაბეტამდე“ ჩატარდება 2017 წლის 1-9 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში.
მასში მონაწილეობას მიიღებს 20 ახალგაზრდა მეცნიერი: დოქტორანტი, მაგისტრი და მკვლევარი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო ორგანიზაციებიდან.
სკოლის მთავარი მიზანია მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა უჯრედული სეკრეციის მოლეკულურ მექანიზმებზე, უჯრედულ სეკრეციასთან ასოცირებულ პათოლოგიურ დარღვევებზე და ამ პათოლოგიების საწინააღმდეგო მოლეკულურ და ნანოდონეზე არსებულ შესაძლო პრევენციულ საშუალებებზე.
ჩატარდება თეორიული ლექციები და პრაქტიკული /ლაბორატორიული მეცადინეობები ელექტრონულ მიკროსკოპიასა და ატომურ ძალოვან მიკროსკოპიაში.
ლექტორები იქნებიან: მოწვეული პროფესორი ბჰანუ ჯენა, ვეინის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნანობიომედიცინის ცენტრის დირექტორი (აშშ); დოქტორი სანდორ კაზასი, ტექნოლოგიის ინსტიტუტი (ლოზანა, შვეიცარია) და ქართველი მეცნიერები: პროფესორი ია ჟვანია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი), პროფესორი ნანა ჯაფარიძე, (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი); ასოცირებული პროფესორი თამარ ლორთქიფანიძე, (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი); ასოცირებული პროფესორი თამარ ბიკაშვილი, (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი); დოქტორი გიორგი ცერცვაძე, (გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი); მაგისტრი დავით ხუციშვილი, (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); მაგისტრი მიხეილ მებონია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).
დაინტერესების შემთხვევაში სკოლის მონაწილეები ჩართული
იქნებიან მიმდინარე სამეცნიერო შრომაში, რომელიც შესრულდება სკოლის საორგანიზაციო ჯგუფის წევრების მიერ ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ სკოლის პრაქტიკული მეცადინეობების დროს მიღებული ცოდნა და ახალგაზრდა მეცნიერების მიერ საკუთარ კვლევებში გამოყენება, განსაკუთრებით მაღალინფორმაციული შედეგების მიღების უტყუარი პირობა იქნება.